Tramontina

Tramontina

მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შესული ბრაზილიური ბრენდი, რომელიც უკვე 109 წელია აწარმოებს სამზარეულოს ტექნიკას, ჭურჭელსა და აქსესუარებს.

18 000 დასახელების პროდუქტით "ტრამონტინა" სამზარეულოს სრულ სეგმენტს მოიცავს. პრემიუმ ხარისხის მასალითა და განსაკუთრებული დიზაინით შექმნილი პროდუქცია მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც "ტრამონტინას" ბრენდის ქვეშ იქმნება, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის ყველა სტანდარტითაა დაცული, რის გამოც "ტრამონტინა" მუდმივად ახერხებს, შექმნას სრულიად ჯანსაღი, საკვები პროდუქტებისთვის უსაფრთხო პროდუქცია.

გამორჩეული, დახვეწილი დიზაინი ექსკლუზიურია თითოეული მოდელისთვის. ბრენდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დიზაინის ყოველ დეტალს და თითოეულ პროდუქტს მომხმარებლის სურვილებს არგებს.

ბრენდის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ხარისხი. ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ფოლადის ზედაპირი უზრუნველყოფს საკვებ პროდუქტებში შემავალი ყველა ვიტამინის ცოცხლად შენარჩუნებას.

"ტრამონტინას" პროდუქციის წარმოებაში მნიშვნელოვან ადგილს დანები იკავებს. თითოეული დანა-ჩანგალი დაფარულია ულტრა ფენით, რომელიც იცავს მას ლაქების წარმოქმნისგან.
განსაკუთრებულად ბასრი პირებისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს არც ერთი საკვები პროდუქტის დაქუცმაცება. უჟანგავი ფოლადის პირი და თერმულად დამუშავება განაპირობებს მის დაცულობას დეფორმაციისგან. ნებისმიერი პროდუქტი მდგრადია მაღალ ტემპერატურაზე.

"ტრამონტინა" - ისიამოვნე საკუთარი ქმნილებით