უსაფრთხოების პოლიტიკა

უკანასკნელი განახლების თარიღი: /../../…./

კონფიდენციალურობის პოლიტიკა, წესები და პირობები


ჩვენს შესახებ


შპს “ვივიენდა” არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის თანახმად რეგისტრირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის ონლაინ და ფიზიკური მაღაზია.


ვებ გვერდზე ვიზიტით თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას ვებ გვერდის წესებსა და პირობებზე. თუ თქვენ არ ეთანხმებით წესებსა და პირობებს გთხოვთ ნუ გამოიყენებთ vivienda.ge-ს.


პროდუქციის ფასები საიტზე მოცემულია ლარში დღგ-ს ჩათვლით.


ფასები, შეთავაზებები და აქციები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს ადმინისტრაციის მიერ.


ვებ-გვერდზე განთავსებულია ათასობით დასახელების პროდუქცია და შესაძლებელია დაშვებული იქნეს შეცდომა პროდუქტის ფასში ან აღწერილობაში. მსგავსი შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში შპს “ვივიენდა” პასუხს არ აგებს.


ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას დაუყოვნებლად გამოასწოროს შეცდომა.


აღნიშნული შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელს გადახდილი აქვს პროდუქტის საფასური, მას ეძლევა საშუალება გააუქმოს შეკვეთა და სრულად დაიბრუნოს თანხა ან დააკორექტიროს შეკვეთა.


მიწოდების პირობები

მიწოდების ფასი და დრო დამოკიდებულია შეკვეთის გეოგრაფიული ადგილმდებარეობაზე. მიწოდების პირობები დაზუსტდება ოპერატორთან შეკვეთის გაფორმების შემდეგ.



გამოყენების პირობები

Vivienda.ge წარმოადგენს შპს “ვივიენდას” ინტელექტუალურ საკუთრებას. აღნიშნულ ვებ-გვერდზე შეკვეთის განთავსებითა და მომსახურების მიღებით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი პირი.


უფლებამოსილი პირის/პირების ნებართვის გარეშე დაუშვებელია საიტზე განთავსებული ტექსტური თუ ვიზუალური მასალების გადმოწერა და გამოყენება პირადი თუ სხვა მიზნებით, განსაკუთრებით კომერციულ საქმიანობაში.



რა სახის ინფორმაციას ვინახავთ?

ვინახავთ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ გვაწვდით საიტზე რეგისტრაციის, შეკვეთის გაფორმების ან/და სიახლეების გამოწერის დროს.


საიტზე შემოსვლის დროს შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია ან დარჩეთ ანონიმურად.



რისთვის ვიყენებთ თქვენს შესახებ ინფორმაციას?

  • იმისათვის, რომ ჩვენს მიერ გაწეული მომსახურება გახდეს პერსონალიზირებული თქვენს მომთხოვნებზე;
  • იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ვებ-გვერდი - შეთავაზებები მოვარგოთ თქვენს საჭიროებებს;
  • იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდება და ანგარიშსწორება;
  • სხვადასხვა მარკეტინგული მიზნებისთვის.



კონფიდენციალურობა

ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც საიტზე შეგყავთ, გამოიყენება მხოლოდ ჩვენს მიერ და არ გაიცემა მესამე მხარეზე. ინფორმაციის გაცემა შეიძლება მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული შემთხვევის დროს.


შპს “ვივიენდა” თქვენს პირად მონაცემებს ინახავს:

  • მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში;
  • სახელშეკრულებო ვალდებულების დასრულებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში.


თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვის მთავარი მიზანია, საჭიროების შემთხვევაში, შპს “ვივიენდამ” დაამტკიცოს საკუთარი საქმიანობის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან.


უსაფრთხოება

ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი თქვენს საბანკო ანგარიშზე, საბანკო ოპერაციები ხორციელდება დაცულ სერვერზე /……………./ ბანკის მხარდაჭერით.


ცვლილებები წესებში

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ შევცვალოთ აღნიშნული წესები საჭიროებისამებრ, შესაბამისად, გთხოვთ, გადაამოწმოთ იგი პერიოდულად. ნებისმიერი ცვლილება და განმარტება ძალაში შედის მისი ვებ-გვერდზე განთავსების მომენტიდან. ბოლო განახლების თარიღი მითითებულია დოკუმენტის დასაწყისში.


კონტაქტი

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:


ტელ: +995 /...................../

ელ.ფოსტა: /……………../